შეხვედრა ფრილანსერების ასოციაციის წევრებთან

17 December 2025

15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმა-ფრილანსერების ასოციაციის წევრები სტუდენტებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის როგორც პროფესიული გამოცდილებების, ასევე, განათლებისა და დასაქმების ტენდენციების გაზიარება.

 

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები: საკუთარი თავის ძიება და პროფესიული განვითარება, პროფორიენტაცია — გზამკვლევი პროფესიების სამყაროში, როგორ „მივყიდოთ“ საკუთარი თავი HR-ებს გასაუბრებაზე, როგორ გავყიდოთ საკუთარი პროფესია და უნარები.