15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმა-ფრილანსერების ასოციაციის წევრები სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის როგორც პროფესიული გამოცდილებების, ასევე, განათლებისა და დასაქმების ტენდენციების გაზიარება.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები: საკუთარი თავის ძიება და პროფესიული განვითარება, პროფორიენტაცია - გზამკვლევი პროფესიების სამყაროში, როგორ „მივყიდოთ“ საკუთარი თავი HR-ებს გასაუბრებაზე, როგორ გავყიდოთ საკუთარი პროფესია და უნარები.
