შეხვედრა კომპანია რედბერის წარმომადგენლებთან

9 March 2026

4 მარტს, საკონფერენციო დარბაზში, სტუდენტებს კომპანია რედბერის წარმომადგენლები შეხვდნენ, დამსწრე აუდიტორიამ ინფორმაცია მიიღო კრეატიული სააგენტოს სტაჟირების პროგრამა - რედბერი 360-ის შესახებ.

 

პროგრამის ფარგლებში, შეირჩევა 8 ინტერნი, თითოეულ მათგანს ექნება რეალური გამოცდილება კრეატივის, დიზაინის, ედვერთაიზინგისა და ექაუნთ-მენეჯმენტის გუნდებში.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.