შეხვედრა კომპანია რედბერის წარმომადგენლებთან

9 მარტი 2026

4 მარტს, CU-ში, სტუდენტებს კომპანია რედბერის წარმომადგენლები შეხვდნენ, დამსწრე აუდიტორიამ ინფორმაცია მიიღო კრეატიული სააგენტოს სტაჟირების პროგრამა - რედბერი 360-ის შესახებ, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.

 

პროგრამის ფარგლებში, შეირჩევა 8 სტაჟიორი, თითოეულ მათგანს ექნება რეალური გამოცდილება კრეატივის, დიზაინის, ედვერთაიზინგისა და ექაუნთ-მენეჯმენტის გუნდებში.