ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ პრეზენტაცია

27 October 2023

26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეაში" გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-7 (1) ნომრის პრეზენტაცია.

 

ჟურნალი წარადგინა მთავარმა რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ჟურნალი დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ და ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოიცემა 2017 წლიდან. 2023 წლიდან ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

 

იხილეთ ჟურნალის მე-7 (1) ნომრის ბმული.

 

ჟურნალის PDF ვერსია.

 

ჟურნალის მე-7 (1) ნომერში წარმოდგენილია შემდეგი ავტორები და სტატიები:

 

  • ნუცა პირადაშვილი, ბარბარე ტაბიძე. გრიპის და რესპირატორული ვირუსის კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები ბავშვებში. 7-16
  • დეა ნიჟარაძე. სტუდენტთა ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა COVID-19 ვაქცინაციის მიმართ. 18-27
  • თიკო გობეჯიშვილი. სტრესი და უმუშევრობა ახალგაზრდებში. 28-36
  • ანა გუგეშაშვილი. მასწავლებელთა დამოკიდებულება აშკარა და ფარული ბულინგის მიმართ, ჩარევის ეფექტურობა. 37-45
  • მაგდა რუხაძე. ემოციური დისრეგულაციისა და ფიზიოლოგიური კრიტერიუმების როლი კვებითი დამოკიდებულების პროგნოზირებაში. 46-55
  • ნატალია ხუციშვილი. გაფანტული სკლეროზის სოციალური და ეკონომიკური ტვირთი. 56-63
  • ქეთევან ბაკარაძე. რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 64-71
  • თამთა ქვრივიშვილი, მარიამ ნატრაძე. გენდერული უთანასწორობის პრობლემა სამუშაო ადგილებზე 72-75
  • მარიამ ბერულავა, ნატო ინდუაშვილი, ქეთევან ლომსაძე. რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები. 76-85
  • ლამარა ქანდაურიშვილი. ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში, ეკონომიკური გამოწვევები და სოციალური განწყობა. 86-95
  • ნია მასიუკოვიჩი. ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. 96-103
  • ელენე ალიმბარაშვილი, დეა ოსეფაიშვილი. სოციალური ურთიერთობები და ჯანმრთელობა. 104-112
  • ლიკა სიბოშვილი, ლიკა არაყიშვილი. ქვეყნების კლასიფიკაციის პრობლემები: სუვერენიტეტის და იდენტობის აღიარება, როგორც არაიერარქიული მსოფლიოს ხედვა. 113-117
  • სალომე ტატუნაშვილი. BCG ვაქცინის ეფექტის შესწავლა Covid-19 ინფექციისაგან დასაცავად ჯანდაცვის მუშაკებში. 118-120
  • თამარ პაპიაშვილი, ლიკა გაბუნია. საცხოვრებელი ადგილის და საზოგადოების როლი ადამიანის კეთილდღეობაში? 121-123

 

ჟურნალი აქვეყნებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკის, სადაზღვევო საქმის და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ, ემპირიულ- კვლევით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებს.

 

ჟურნალმა მოიპოვა ინდექსირება შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში:

 

 

აღნიშნული სამეცნიერო ბაზებს ინტენსიურად იყენებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება. ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში არის ჟურნალის მომზადების ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოს დადებითი შეფასება. ამავე დროს, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის ინდექსირება მნიშვნელოვანია ჟურნალის სამომავლო განვითარებისთვის.