საჯარო ლექცია - ძუძუს კიბო

23 May 2025

21 მაისს, მედიცინის კლუბის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია “ძუძუს კიბო”.

 

ეს იყო დებიუტი კლუბისთვის, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა ლიზი კენჭაძემ წარადგინა და ისაუბრა კლუბის მომავალ მიზნებზე.    

 

თემაზე ვრცლად ისაუბრა რბილი ქსოვილების ქირურგმა თორნიკე გახოკიძემ. ჩატარებული საჯარო ლექცია მიეძღვნა ძუძუს კიბოს, რომელიც მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. შეხვედრაზე განვიხილეთ ძუძუს კიბოს განვითარების მექანიზმები, ადრეული სიმპტომები, დიაგნოსტიკის თანამედროვე შესაძლებლობები და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები.

 

აღნიშნული თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ძუძუს კიბო მკურნალობის ბევრად უფრო მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. ცნობიერების ამაღლება კი ხელს უწყობს როგორც პრევენციას, ასევე ადრეულ გამოვლენას, რაც საბოლოოდ მკვეთრად ზრდის გადარჩენადობას და ამცირებს გართულებების რისკს.