საჯარო ლექცია თემაზე - ძუძუს კიბო

23 მაისი 2025

21 მაისს, მედიცინის კლუბის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - “ძუძუს კიბო”.

 

ეს იყო დებიუტი კლუბისთვის, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა ლიზი კენჭაძემ წარადგინა და ისაუბრა კლუბის მომავალ მიზნებზე.    

 

შეხვედრაზე, თემის შესახებ ვრცლად ისაუბრა რბილი ქსოვილების ქირურგმა - თორნიკე გახოკიძემ. საჯარო ლექცია მიეძღვნა ძუძუს კიბოს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. შეხვედრაზე განიხილეს ძუძუს კიბოს განვითარების მექანიზმები, ადრეული სიმპტომები, დიაგნოსტიკის თანამედროვე შესაძლებლობები და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები.

 

აღნიშნული თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ძუძუს კიბო მკურნალობის ბევრად უფრო მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. ცნობიერების ამაღლება კი ხელს უწყობს როგორც პრევენციას, ასევე ადრეულ გამოვლენას, რაც საბოლოოდ მკვეთრად ზრდის გადარჩენადობას და ამცირებს გართულებების რისკს.