პრე-აქსელერაციის პროგრამა სამცხე-ჯავახეთში იწყება

19 July 2024

სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებული ხარ, გაქვს ინოვაციური სტარტაპ იდეა და არ იცი როგორ აქციო შენი იდეა ნამდვილ ბიზნესად? მაშინ, ეს პროგრამა შენთვისაა!

 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამას შორის თანამშრომლობის ფარგლებში იწყება პრე-აქსელერატორის პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მიერ.

 

პრე-აქსელერატორის მიზანია, რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ნებისმიერ ადამიანს.

პროგრამის განხორციელების პერიოდი: 19.07.2024 - 01.09.2024

პროგრამის ხანგრძლივობა: 7 კვირა

პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს.

 

პრე-აქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

 

  1. იდეების გენერირება/დახვეწა
  2. ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება
  3. დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

 

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს, სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, პროექტის განმავლობაში მენტორების დახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეები მზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდი შეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.

 

პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს  USAID პროგრამა „ერთერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.