27 თებერვალს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გაიმართა ლექცია თემაზე - ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო მონაცემების შედარებითი ანალიზი.
საჯარო ლექციას უძღვებოდა ლინო აკადემიის თანადამფუძვნებელი და საგადასახადო ექსპერტი - სალომე ოდიშარია.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- როგორ იყენებს შემოსავლების სამსახური ფინანსურ ანგარიშგებებს და ახსნა-განმარტებებს საგადასახადო კონტროლში;
- როგორ ხდება ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო დეკლარაციების შედარება და რას ნიშნავს ეს კომპანიებისთვის- რისკები, სარგებელი და რეალური შედეგები;
- როგორ მოწმდება დეკლარაციებში მითითებული მონაცემები;
ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ინფორმაციასთან.
