ADMISSION

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის II ნაწილზე მიღების წინაპირობაა:

 

  • პროგრამის I ნაწილის წარმატებით დასრულება და/ან  სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი/ეკვივალენტური საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის დასრულება; 

 

მნიშვნელოვანი შენიშვნა: პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე დაშვების დამატებითი წინაპირობაა შემდეგი პროცედურების წარმატებით გავლა:  

 

  • B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარდგენა)
  • სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
  • პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. ამისათვის, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება. აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების ვალდებულებისაგან.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

  • პროგრამის პირველი ნაწილის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
  • ნიშნების ფურცელი;
  • რეზიუმე;
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი.

     

 

სამოტივაციო წერილისაბუთების შემოწმების ეტაპის შემდგომ აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც დგინდება დარგის შესახებ აპლიკანტის საბაზისო ცოდნა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია. აპლიკანტი ფასდება 100 ქულიდან, რომელშიც 60 ქულას წარმოადგენს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის A ტესტის შედეგები, ხოლო 40 ქულა წარმოადგენს მიმღებ კომისიასთან გასაუბრების შედეგს (20 ქულით ფასდება სპეციალობის ცოდნა, ხოლო 20 ქულით აპლიკანტის პრეზენტაბელურობა და სწავლის გაგრძელების მოტივაცია/უნარი). პროგრამაზე სტუდენტის მობილობით გადმოსვლის პროცედურა მიმდინარეობს კანონმდებლობით და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღება -15 ივლისი -  3  სექტემბერი;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) –4 სექტემბერი, 2026;
  • CU გრანტის გამოცდა - 7სექტემბერი, 2026;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება -8-9 სექტემბერი, 2026;
  • საბუთების წარდგენამდე გთხოვთ გაიაროთ 1 წუთიანი ონლაინ რეგისტრაცია.