24 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია მართავს დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის კალიგრაფიის მასტერკლასს „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში”.
Planned events
Mar
საუბრები ლიბრარეაში- რატომ არის ეკონომიკა მნიშვნელოვანი?!
24 მარტს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“ -ში, ეკონომისტის გიორგი ბაქრაძისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის - ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართება.
Mar
მართლწერის ვიქტორინა - ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით!
27 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით“ ჩატარდება (კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტების მონაწილეობით).
Mar
საჯარო ლექცია - როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები
29 მარტს, 14:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“ -ში, ნექსუს ასეტ მენეჯმენტ-ის მმართველი პარტნიორი, ფინანსისტი - გიორგი ქადაგიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები.
Mar
Public lecture - Mental Health as a Factor in Health Care Policy
On March 30, at 18:00, psychiatrist Lasha Kiladze will give a public lecture in the Caucasus University bookstore "Librarea" on the topic - Mental Health as a Factor in Health Care Policy.
Mar
დისკუსია - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები
31 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლევან კაკლიანი და ელენე ბერიძე წარუძღვებიან დისკუსიას თემაზე - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები
Apr
შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი)
3 აპრილს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, შედგება შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი).
ღონისძიებას წარუძღვებიან: ეთერ (ეთერო) თათარაიძე - პოეტი, პროფესორი (საქართველო); ნატალია ტროხიმი - მწერალი და მთარგმნელი (უკრაინა)