მიმოხილვა

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს  მონაწილეებისთვის კორპორატიული გაყიდვების სხვადასხვა ტიპის მეთოდებს და მიდგომებს შორის საუკეთესოს შერჩევა და მორგება კონკრეტული მყიდველი ორგანიზაციის საჭიროებაზე,  ეს მათ მომავალში დაეხმარებათ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია იმისკენ, რომ მონაწილეებმა გამოიმუშაონ და განავითარონ გაყიდვის უნარ-ჩვევები. ასევე სიმულაციური ე.წ. ,,ქეისები“-ს განხილვით დაინახონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

 

ტრენინგის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ და გამოიმუშაონ შემდეგი უნარ-ჩვევები:

 

  • მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კლიენტების მოსმენის კულტურა;
  • კლიენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მეთოდები;
  • დაინტერესებული ორგანიზაციის შიგნით გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება და მათი გავლენის გამოყენება გაყიდვების პროცესში;
  • გრძელვადიანი ორივე მხარისთვის მომგებიანი ურთიერთობების დამყარების კულტურა ე.წ. Win –Win -სტრატეგია;
  • ეფექტური გაყიდვების უნარების გამომუშავება;
  • სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან კომუნიკაციის მეთოდის შერჩევა;
  • უკმაყოფილო მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაყიდვების ძირითადი განსხვავებების გარჩევა;
  • კონკურენტების წინადადებების შეფასების უნარი;
  • არსებული კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრის და გამოყენების მეთოდები;
  • ძვირია-ს თემატიკაზე მუშაობა;