კურსის თემატიკა:
- მენეჯმენტი, ფუნქციების და მენეჯმენტის პროცესი (4 სთ.)
- გლობალური ბაზარი და მენეჯერის გამოწვევები (2 სთ.)
- გადაწყვეტილება - პროცესი რომელსაც გავყავართ შედეგზე (4 სთ.)
- მოტივაცია - სტაბილური წარმატების გარანტი (2 სთ.)
- ეფექტური კომუნიკაცია და ტექნიკები (2 სთ.)
- კრეატიული აზროვნება და ტექნიკები (2 სთ.)
კურსის თემატიკის აღწერა:
მენეჯმენტი, ფუნქციების და მენეჯმენტის პროცესი - რას წარმოადგენს მენეჯმენტი; რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული რესურსების ეფექტური და ყაირათიანი გამოყენება საჭირო; მენეჯერული ფუნქციები; SWOT ანალიზი; მენეჯმენტის დონეები; მენეჯერული როლები და პიროვნული თვისებები; ორგანიზაციული სტრუქტურა; ლიდერობა და მართვა;
გლობალური ბაზარი და მენეჯერის გამოწვევები - ორგანიზაციული გარემო და მისი აღქმის მნიშვნელობა მენეჯერებისთვის; ორგანიზაციის წარმატებასა და წარუმატებლობაზე მოქმედი ძალები; ბაზრის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები; როგორ შევამციროთ გაწეული საქმიანობის დანახარჯები გლობალური ბაზრების საშულებით.
გადაწყვეტილება - პროცესი რომელსაც გავყავართ შედეგზე - გადაწყვეტილების რაობა და მნიშვნელობა მენეჯერის კარიერაში; პროგრამირებადი და არაპროგრამირებადი გადაწყვეტილებები; გადაწყვეტილების მიღების ეტაპები; გადაწყვეტილების მიღების მატრიცა.
მოტივაცია - სტაბილური წარმატების გარანტი - რა არის მოტივაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი მენეჯერისთვის ამ საკითხის ფლობა; რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სამუშაო ძალა გვყავდეს კმაყოფილი; რა არის თანამშრომელთა მამოტივირებელი ფაქტორები და მოთხოვნილებები და როგორ რეაგირებენ მათზე, ძირითადი მოტივატორული თეორიები
ეფექტური კომუნიკაცია და ტექნიკები - რატომ არის კომუნიკაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის როგორც ორგანიზაციულ, ასევე კარიერულ წინსვლაში; ინფორმაციის მოვოვება და მისი მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; როგორ ეხმარება ეფექტური კომუნიკაცია ორგანიზაციული კონკურენტული უპირატესობის
მოპოვებას; კომუნიკაციის პროცესი და მისი ასპექტები; რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს კომუნიკაციის უმნიშვნელო ხარვეზებმა.
კრეატიული აზროვნება და ტექნიკები - კრეატიული აზროვნების აუცილებლობა თანამედროვე მენეჯმენტში; როგორ ვიყოთ კრეატიულები; გამოიმუშაოთ კრეატიული უნარები და ძეძლოთ სწორი მართვა; ინოვაციური აზროვნების მნიშვნელობა თანამედროვე ინდუსტრიული გამოწვევების პირობებში.