მიმოხილვა

კურსის მიზანია მსმენელს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, რათა მან ექსელის პროგრამის საშუალებით შეძლოს ბიზნეს პროცესების, ფინანსური უწყისების ანალიზის, პროგნოზირების, სიმულაციების და რისკების ანალიზის მოდელირება, მოდელებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება და შედეგების კომუნიკაცია.

 

კურსი დაფუძნებულია ინტერაქტიულ მეთოდზე, ქეისების და სავარჯიშოების განხილვაზე, რეალურ მაგალითებზე და ამოცანებზე.

 

კურსის გავლის შემდეგ, მსემენელებს ექნებათ შესაძლებლობა Ms. Excel-ის გამოყენებით შექმნან და გამოიყენონ ფინანსური მოდელები, მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები და გაიმარტივონ სამუშაო პროცესი. მიღებული ცოდნა გაზრდის მათ კონტრიბუციას კომპანიებისადმი და გაზრდის პროფესიონალიზმის ხარისხს.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

 

ტრენერი: გიორგი დათუკიშვილი,  კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი.