23 სექტემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მესამე ნაკადი ნაკადი/Batch 3).
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
- დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:
BioNova - გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისწავდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.
Econshop - აპლიკაცია მომხმარებლებს უზოგავს დროს და ფულს მათთვის სამომხმარებლო პროდუქტის ფასებზე და ფასდაკლებებზე ინფორმაციის მიწოდების გზით.
Eventsmate - პლატფორმა აკავშირებს ივენთ-ვენდორებსა და ივენთ-ორგანიზატორებს,ზოგავს დროს და ამარტივებს ღონისძიების დაგეგმვის პროცესს.
Lifekit - პლატფორმა ამარტივებს უცხო ქვეყანაში ახალჩასულთა ინტეგრაციას ადგილობრივ სერვისის პროვაიდერებთან მათი დაკავშირების გზით.
Revup - პლატფორმა ამარტივებს და აჩქარებს სანდო ავტოსერვისის/მექანიკოსის ძიებას.
ჟიურის წევრები:
კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
კრის ბერი - USMAC - ის გენერალური დირექტორი
ვეფხვია ლომიაშვილი - თიბისი ბანკის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერი
ილია ხურცილავა - ანტრეპრენერი, ოტო მოტორსის გენერალური დირექტორი
ღონისძიებას მხარს უჭერენ: თიბისი სტარტაპერი, FC Team, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, US Market Access Center-ი (USMAC), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, ქლევერტონი, Axel.
ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ინგლისური):
რეგისტრაცია & ნეთვორქინგი - 17:30 სთ
გახსნა - 18:00 სთ
Pitching - 18:30 სთ – 19:30 სთ
დაჯილდოების ცერემონია - 19:30 სთ -19:45 სთ
ნეთვორქინგი - 19:45 სთ – 20:30 სთ
ღონისძიებას გაუძღვება ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, ირაკლი სვანიძე.
ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.