დემო დღე - პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn (ნაკადი 6)

15 ივნისი 2026

15 ივნისს, 17:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის მეექვსე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართება.

 

დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.


დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:

Opti - B2B მარკეტფლეისი, რომელიც HoReCa სექტორსა და მომწოდებლებს შორის შესყიდვების პროცესს აციფრულებს, ამცირებს შეცდომებს და ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას.

 

Flexi - ციფრული პლატფორმა, რომელიც სპორტდარბაზების აბონემენტებს აციფრულებს და ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას. აპლიკაცია აერთიანებს შესვლას, გადახდას და დაჯავშნას ერთ სივრცეში.

 

Hatch - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ონბორდინგ პლატფორმა, რომელიც ავტომატიზაციას უკეთებს თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესს, ამცირებს შეცდომებს და ზრდის გუნდის პროდუქტიულობას.

 

Loadmind - ამარტივებს ლოჯისტიკის კომპლექსურ პროცესებს. ქმნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს ტვირთის ოპტიმიზაციისა და რეალურ დროში მონიტორინგისთვის იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტური გადაწყვეტილებები მძიმე და გადატვირთული სისტემების გარეშე.

 

Kan-Guroo - ინოვაციური სტარტაპი საერთაშორისო განათლებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI-ზე დაფუძნებულ მიდგომებს იყენებს პროცესების გასამარტივებლად და პერსონალიზებული შესაძლებლობების შესაქმნელად.

 

Kere - მარკეტფლეისი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი სტილის ტანისამოსის შეკერვა გამოცდილ მკერავებთან, რაც ინდივიდუალური ტანსაცმლის დიზაინის შეკვეთას მარტივს, ხოლო წარმოების პროცესს მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.

 

StudOrga - MarTech პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა აქტუალურ ახალგაზრდულ პროგრამას, რაც მომხმარებლებს ინფორმაციული ქაოსის დაძლევაში, ხოლო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიასთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციაში ეხმარება.

 

SwipeSights - ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელთა პრეფერენციებზე დაყრდნობით ავტომატურად ქმნის ოპტიმიზებულ და დეტალურად გაწერილ სამოგზაურო მარშრუტებს.

 

AI Sakhli - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. სისტემა უზრუნველყოფს პროცესის დაჩქარებას, დროის და ფინანსების მენეჯმენტს.

 

ჟიურის წევრები:

 

  • კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
  • ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
  • ირო ცაგარეიშვილი - Axel - ის დირექტორი;
  • ჯოუ ჯუეციანგი (ჯონი) - Huawei Georgia-ს სახელმწიფო და საწარმოო ბიზნესის დირექტორი.

 

დემო დღის ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელი სტარტაპ გუნდი Huawei-ის მიერ დაწესებული ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.


ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები და პარტნიორები რჩეულ გუნდებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.

 

ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ინგლისური):

 

  • რეგისტრაცია და ნეთვორქინგი - 17:30 -18:00 სთ;
  • გახსნა და მისასალმებელი სიტყვა - 18:00 - 18:30 სთ;
  • Pitching - 18:30 სთ - 20:00 სთ;
  • დაჯილდოების ცერემონია - 20:15 სთ - 20:30 სთ;
  • ნეთვორქინგი - 20:30 სთ -დან;

 

ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო სივრცეში.

 

ღონისძიებას მხარს უჭერენ: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Huawei, TBC, აქსელი, IT Step Academy, Analog AI, Inside out, ეფესი.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.