15 ივნისს, 14:00 საათზე, კვკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას და მენეჯმენტის მკვლევრის, პროექტების დირექტორის ასისტენტის, დოქტორ ფრედ კასირიეს ახალი ერთობლივი წიგნის: უმაღლესი განათლების მნიშვნელობის როლის გაძლიერება - ბაზრის პრინციპების მოდელის დანერგვა - პრეზენტაცია.
პუბლიკაცია წარმოადგენს, კახა შენგელიას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების, გლობალური მოღვაწეობისა და არაერთ ქვეყანაში მოგზაურობის საფუძველზე, უმაღლესი განათლების ახლებურ ხედვას, რომლის თანახმადაც განათლებამ უნდა შექმნას ღირებულება, იყოს გამორჩეული და გარდაქმნას საზოგადოება. „სუპერმარკეტის მოდელს“ საფუძვლად უდევს ბატონი კახა შენგელიას ხანგრძლივი ინტერესი რეფორმების, მმართველობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ.
წიგნს განსკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, დოქტორ კასირიეს რეალისტური ხედვები და პრაქტიკაზე დაფუძნებული მოსაზრებები, რაც აღნიშნულ მოდელს სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციისა და სტუდენტისთვის გაცილებით რელევანტურად აქცევს.
ვრცლად პუბლიკაციის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
