23 სექტემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორალური საფუძველი.''
ლექციას ჩაატარებს დოქტორი იარონ ბრუკი. დოქტორი იარონ ბრუკი არის Ayn Rand-ის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ავტორი, ეკონომისტი, მეწარმე და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სპიკერი. მისი ძირითადი ინტერესის სფეროებია ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსური ბაზრები, ბიზნესის ეთიკა, ინდივიდუალური უფლებები და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული კაპიტალიზმი.
საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება კაპიტალიზმის ეკონომიკური და მორალური საფუძვლები. დოქტორი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ინდივიდუალური თავისუფლება, კერძო საკუთრება, მეწარმეობა და თავისუფალი ბაზრები ინოვაციას, კეთილდღეობასა და ადამიანურ პროგრესს.
ეკონომიკის, ფინანსებისა და ობიექტივიზმის ფილოსოფიის საფუძველზე, დოქტორი ბრუკი ასევე მიმოიხილავს თანამედროვე დებატებს ეკონომიკურ უთანასწორობასთან, სახელმწიფო რეგულირებასა და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით.
ლექციის დასასრულს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
