„სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე“

12 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ, რომლის საერთაშორისო პარტნიორია  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 12,15,16,17,18 ივლისს, ჩატარდება ტრენინგების სერია, სახელწოდებით „სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე “.

 

ტრენინგებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

ტრენინგები მოიცავს ხუთ კომპონენტს, რომელსაც გაუძღვებიან სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და კვალიფიციური ტრენერები:

 

 

სტარტაპის ძირითადი პრინციპები – ტრადიციულ ბიზნესი VS სტარტაპი, ტრენერი: 

 

  • ქეთევან ხუნწარია - Axel - ის საინვესტიციო საბჭოს წევრი, ანგელოზი ინვესტორი, ანტრეპრენერი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი. ჩატარების დრო: 12 ივლისი,  15:00 სთ.

 

სტარტაპ იდეის გენერაცია, ვალიდაცია და დახვეწა  – პრობლემაზე ორიენტირებული პროდუქტები, ტრენერი:

 

  • ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი,ჩატარების დრო: 15 ივლისი, 14:00 სთ.

 

ბრედინგი და დიზაინი (ბაზრის კვლევა, ანალიზი), ტრენერი:

 

  • მარი დათიშვილი - Mygallery - ის დამფუძნებელი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი,ჩატარების დრო, 16 ივლისი, 11:00 სთ.

 

კაპიტალის მოპოვება – რა სურთ ინვესტორებს, ტრენერი: 

 

  • გიორგი რაზმაძე - Awork – ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჩატარების დრო: 17 ივლისი, 11:00სთ.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება და სტარტაპ იდეის პრეზენტაცია (pitching) – ტრენერი:

 

  • თათული ოქრიაშვილი - სტარტაპ მრჩეველი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი,ჩატარების დრო: 18 ივლისი, 12:00 სთ.

 

 

სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან მინიმუმ 3 შეხვედრას, მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს. 

 

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე