კონკურსი არქიტექტონი - აბიტურიენტებისთვის

3 აპრილი 2021

ცხადდება კავკასიის უნივერსიტეტის და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი კონკურსი მომავალი არქიტექტორებისთვის თემაზე - „მწვანე სივრცეები ახალ რეალობაში“.

 

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების გადაწყვეტების შემუშავება, მათი ტრანსფორმაცია და ახალ რეალობაზე ადაპტაციის იდეების წარმოდგენა. მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი იდეა წარმოადგინონ ჩანახატის, მაკეტის, სქემებისა თუ პლანშეტის სახით. გუნდებს მენტორობას გაუწევენ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები, რომლებიც მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს მისცემენ. მუშაობისთვის საჭირო ყველანაირი მასალა მონაწილეებს კავკასიის უნივერსიტეტში დახვდებათ.

 

ნაშრომები შეფასდება შესრულების, კონცეფციის გამართულობისა და პრეზენტაციის უნარების გათვალისწინებით სპეციალურად მოწვეული ჟიურის მიერ.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება. ის ვინც მარტო იღებს მონაწილეობას შესაძლებლობა ექნება ადგილზე დააკომპლექტოს გუნდი.

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები:

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 3 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი 4 წელზე გადანაწილდება და კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს დააფინანსებს. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტში  2021 ან 2022 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

პროექტის პარტნიორი, ლისი დეველოპმენტი, მონაწილეებისთვის დააწესებს პრიზებს.

 

კონკურსის განრიგი:

 

10 აპრილი - 12:00-13:00 - თემის პრეზენტაცია, 13:00-17:00 - პროექტზე მუშაობა

11 აპრილი - 12:00 – 16:00 - პროექტზე მუშაობა

17 აპრილი - 14:00 საათი - ნამუშევრების პრეზენტაცია, დაჯილდოების ცერემონია

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 9 აპრილის ჩათვლით.