აბიტურიენტებისთვის, რომლებიც აბარებენ ელექტრონიკა და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებებზე, კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს - "ტექნოლიგა", რომელიც CU კამპუსში ჩატარდება 19 მაისს, 13:00 საათზე.
მონაწილეებმა უნდა შეძლონ ციფრული ლოგიკური ელემენტებით სქემის აგება, მარტივი ფუნქციონალური მოწყობილობის აწყობა. კონკურსის დაწყებამდე აბიტურიენტებს ელექტრონიკაში 1 საათიანი მასტერკლასი ჩაუტარდებათ.
მონაწილეები კონკრეტულ დავალებას და ინსტრუქციას კონკურსის დღეს მიიღებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.
კონკურსის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილი 8 000 ლარი
II ადგილი 6 000 ლარი
III ადგილი 4 000 ლარი
მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 მაისი.
კონკურსის დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე