საუბრები ლიბრარეაში - „პრობლემებზე უნდა გელაპარაკოთ“ - დავით გორგილაძე

23 თებერვალი 2024

23 თებერვალს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, მწერალ და ტელეწამყვან დავით გორგილაძესთან შეხვედრა გაიმართება.

 

შეხვედრაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე: პრობლემის მნიშვნელობა მხატვრულ ლიტერატურაში, რა დანიშნულება აქვს კონფლიქტს ტექსტში, როგორ ეძებენ პერსონაჟები მათი გადაჭრის გზებს და ძიების პროცესში როგორ იცვლებიან ისინი.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.