30 მაისს, 18:00 საათზე, Grenoble-ის და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა იძლევა საერთაშორისო დონის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას.
თუ ხართ დაინტერესებული ბიზნესის ადმინისტრირებით და გსურთ მომავალში თქვენი საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდებოდეს, დაესწარით პრეზენტაციას, მოისმინეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.