CSL-ის ონლაინ ლექცია თემაზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში"

8 მაისი 2020

8 მაისს, 16:00 საათზე, გაიმართება CSL-ის ონლაინ ლექცია თემაზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში".

 
ლექციას ჩაატარებს კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში - ლევან მესხორაძე.
 
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
 
  • საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში
  • საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში
  • საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სასამართლოში

 

საინტერესო შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.