გიორგი ბადრიძისა და ანა წურწუმია-ზურაბაშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია

8 მაისი 2019

8 მაისს, 18:00-ზე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, გიორგი ბადრიძისა და ანა წურწუმია-ზურაბაშვილის ერთობლივ საჯარო ლექციას გამართავს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

  • ბრექსიტის შედეგები ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი/პრობლემური ბრექსიტი ირლანდიისთვის;
  • რას ნიშნავს ბრექსიტი დიდი პარასკევის სამშვიდობო შეთანხმებისთვის (good Friday agreement);
  • როგორი იქნება საზღვარი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, რატომ უფრთხის მოსახლეობა ე.წ. hard border-ის დაბრუნებას;
  • რა ეფექტი ექნება no deal ბრექსიტს ირლანდიის ეკონომიკაზე.

 

ლექციის მიზანია ბრექსიტისა და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება.

 

ლექციის ჩატარების ადგილი: აუდიტორია B26

 

ინფორმაცია სპიკერების შესახებ:

 

გიორგი ბადრიძე - 2013 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2009-2013 წლებში კი იყო დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2014 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. გიორგი ბადრიძე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1992 წ.). ის ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

 

ანა წურწუმია-ზურაბაშვილი - პოლიტიკის მკვლევარი, ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი (EDSN). 2014-2017 წლებში, ანა წურწუმია იყო მარია ქურის სახელობის მკვლევარი დუბლინის უნივერსიტეტში (ირლანდია) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც იკვლევდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რეინტეგრაციისა და არაღიარების პოლიტიკას.