კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

23 დეკემბერი 2023

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი საფეხურის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს. ამისთვის, დაინტერესებულმა პირმა არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, მითითებულ ბმულზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ატვირთოს თავისი კვლევის აბსტრაქტი. შერჩეული პირები არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, მიიღებენ დამადასტურებელ წერილს.

 

მთავარი მოთხოვნებია:

 

  • საკვლევი თემა უნდა იყოს კიბერ უსაფრთხოებიდან;
  • კვლევა უნდა იყოს აქტუალურ თემაზე;
  • მკვლევრის მიერ მოცემული პრობლემის გადაჭრის მეთოდი უნდა იყოს ინოვაციური და შეიცავდეს სიახლეს.

 

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებში კიბერ უსაფრთხოების როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო მიმართულებით პოპულარიზაციასა და განვითარებას. კონფერენცია ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მიერ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით.

 

კონფერენციის დეტალები:

 

  • ჩატარების ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტი
  • თარიღი: 23 დეკემბერი, შაბათი
  • დაწყების დრო: 11:00 (GMT +4, თბილისის დრო)
  • მონაწილეობის ღირებულება: უფასო
  • თემის პრეზენტაციის ტიპი და რეგლამენტი: პრეზენტაცია, მოხსენება. 10-15 წუთი
  • მაღალი აკადემიური ხარისხით შესრულებული ნაშრომები დაიბეჭდება ლოკალურ სამეცნიერო ჟურნალში. ხოლო შერჩეული აქტუალური კვლევები გამოქვეყნდება საერთაშორისო, ინდექსირებად ჟურნალში
  • ე.წ. “Best Paperwork” ის ნომინაციაში მოხდება განსაკუთრებული ნაშრომ(ებ)ის დაჯილდოება
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი
  • კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები, რომლებიც სიტყვით მიმართავენ ახალგაზრდა მკვლევრებს და მოხსენებას გააკეთებენ დარგში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე