კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (წელიწადში ორჯერ) გაიმართება გუნდური ჰაკათონი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.
ჰაკატონი გაიმართება 16 თებერვალს 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან.
გუნდები სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდენენ კიბერუსაფრთხოების / ჰაკინგის ამოცანების შესრულებას, პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებულია შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 13 თებერვალი.