მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანა ლეკვეიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

1 ივლისი 2026

1 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანა ლეკვეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - "Individual Cultural Values and Expectations for Transformational and Transactional Leadership: A Cross-Cultural Study“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

 

დაცვა გაიმართება: 1 ივლისს 10:00 საათი, აუდიტორია C9.