2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნიკა ზიბზიბაძის სადისერტაციო ნაშრომის - „Beyond Profit: Embedding Sustainable Project Management in Georgia’s Large Organizations“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ერეკლე პირველი პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ერეკლე პირველი პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- გიორგი ხიშტოვანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვა გაიმართება: 2 ივლისს 10:00 საათი, აუდიტორია C9.
