ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში, კვლევების როლი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

6 აპრილი 2024

6 აპრილს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „როგორ ირჩევენ ახალგაზრდები პროფესიას საქართველოში და როგორ გვეხმარება კვლევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“.

 

ვორკშოპს ჩაატარებს კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - ფლორა (კესო) ესებუა.

 

აბიტურიენტები გაეცნობიან ვორკშოპით გათვალისწინებულ საკითხებს, ამასთან, ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ჯგუფურად სხვადასხვა დავალებაზე, დასვან კითხვები და იმსჯელონ ტრენერთან ერთად მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ვორკშოპის განრიგი:

 

  • ჯგუფში მუშაობა თემაზე: როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში? - ამ დავალების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებ იმაზე, თუ როგორ ირჩევენ პროფესიას ზოგადად ქვეყანაში.
  • ფოკუსური დისკუსია: ჩვენ როგორ ვირჩევთ პროფესიას? - დისკუსია შეეხება კონკრეტულად მათ მიერ პროფესიის არჩევას.
  • ჯგუფში მუშაობა: პირველი ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სოციალური კვლევისა და კონკრეტული კვლევის შედეგების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მონაწილეები ჯგუფებში იმსჯელებენ მთავარ კრიტერიუმებზე, რომელთა გათვალისწინებითაც ხდება პროფესიის შერჩევა. მუშაობის შედეგად მონაწილეები გამოკვეთენ ძირითად მიგნებებს (მაგ: განსხვავებები საკუთარ და სხვების არჩევანზე მსჯელობისას, ქალაქი/სოფლის ჭრილის, გენდერის ან სხვა ფაქტორების მნიშვნელობის აღმოჩენა და სხვა).

 

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე.

 

კონკურსის დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30-ზე.