25 სექტემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. უკვე 25 წელია, რაც ყოველ 26 სექტემბერს, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აღნიშნავენ ენების ევროპულ დღეს და მხარს უჭერენ ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას.
ინტერაქტიულ საჯარო ლექციას თემაზე - “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” აკადემიური კომუნიკაციის გარდაქმნა სოციალური მედიის ეპოქაში - წაიკითხავს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე.
ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ენების ევროპული დღე; ენა, როგორც სამართლიანობის მიღწევის ინსტრუმენტი; აკადემიური ცოდნის ხელმისაწვდომობა ინტერნეტის თაობისთვის; ხელოვნური ინტელექტი, როგორც კვლევის უკეთ წარმართვის შესაძლებლობა; განათლების როლის გადააზრება თანამედროვე გამოწვევების ეფექტურად საპასუხოდ. აღნიშნულ საკითხებზე გაიმართება დისკუსიაც.
ღონისძიების მოდერატორები იქნებიან: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე; ასოც. პროფესორი ირაკლი შამათავა.
საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
