მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია – ეთიკური პრინციპები განათლებაში

8 ოქტომბერი 2024

8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - ეთიკური პრინციპები განათლებაში /Sustaining Ethical Practices in Education.

 

კონფერენციის საკვანძო საკითხები:

 

  • ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება;
  • აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები უმაღლეს განათლებაში;
  • აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები სწავლებაში.

 

კონფერენციაზე ასევე საშუალება გექნებათ დაესწროთ აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის პანელურ დისკუსიას თემაზე - ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში, რომლის ონლაინ ჩართვასაც შემოგთავაზებთ.

 

ღონისძიების მიზანია მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში. ყოველწლიურ კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში. წელს კი მისი თემატიკა განაპირობა მიმდინარე საერთაშორისო პროექტმაც - კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS).

 

კონფერენცია ტარდება ყოველ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით. კონფერენცია ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტით მიღწეული შედეგების მდგრადობასა და განვითარებას.

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.

კონფერენცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

მიმაგრებულ ფაილად იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი.