გიორგი ცხადაიას ონლაინ ლექცია თემაზე - "COVID-19 და პირადი ცხოვრების უფლება"

27 აპრილი 2020
27 აპრილს, 17:00 საათზე, გიორგი ცხადაიას ონლაინ ლექცია გაიმართება თემაზე: "COVID-19 და პირადი ცხოვრების უფლება: კლასიკური ფილოსოფიური კონცეფციების კრიტიკა".
 
გიორგი ცხადაია სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორი, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორია (პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი).
 
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი ისაუბრებს პირადი ცხოვრებისა და თვალთვალის (surveillance) სამ კლასიკურ კონცეფციაზე: პოსტმოდერნულზე (ფუკოსეულზე), ლიბერალურსა და რესპუბლიკანურზე. გაარჩევს თითოეულის მთავარ პრობლემას და განიხილავს რომელი თეორიით ხელმძღვანელობა იქნება შესაფერისი საგანგებო მდგომარეობისთვის.
 
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.