თუ ფიქრობ, რომ მომავალში მართავ ბიზნესს, გუნდს ან საკუთარ სტარტაპს - ერთი უნარი იქნება გადამწყვეტი: ციფრების სწორად დანახვა და მათი საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.
კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა Amadeo-ს გუნდთან, სადაც რეალური მაგალითებით გაიგებ, როგორ მუშაობს ფინანსური ანალიტიკა თანამედროვე კომპანიებში - არა თეორიაში, არამედ პრაქტიკაში.
ეს არ არის უბრალოდ ლექცია - ეს არის insight-ები იმაზე, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც მართავენ ბიზნესებს.
შეხვედრაზე გაიგებ:
- როგორ კითხულობს CEO ციფრებს - და რას ხედავს სხვებისგან განსხვავებით
- რომელი ფინანსური მეტრიკები მართავს რეალურ გადაწყვეტილებებს
- როგორ გადადის მონაცემი ქმედებაში (და არა უბრალოდ რეპორტში)
- როგორ ცვლის ავტომატიზაცია და AI ფინანსების მართვას - Amadeo-ს მაგალითზე
ეს შეხვედრა შენთვისაა, თუ:
- გინდა კარიერა ბიზნესში, ფინანსებში ან მენეჯმენტში
- გინდა გაიგო როგორ მუშაობს რეალური კომპანია შიგნიდან
- გინდა ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებს სცდება
შეხვედრის სპიკერები:
გიორგი ჩუგოშვილი (ჩუგო) - Amadeo-ს დამფუძნებელი
- მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკაში და ბიზნეს რეპორტინგში
- Amadeo-ს პლატფორმის ავტორი - რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური და ოპერაციული მონაცემების ერთ სივრცეში მართვაში
- სერიული სტარტაპ დამფუძნებელი
თინათინ ბაკაშვილი (თიკო) - უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი|Amadeo
- მოქმედი Senior ფინანსური ანალიტიკოსი
- ხელმძღვანელობს Amadeo-ს ტრენინგებს და კონტენტის განვითარებას
- კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - დღეს უკვე პრაქტიკაში იყენებს იმ ცოდნას, რომელსაც სტუდენტობის დროს სწავლობდა
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
