როგორ ფიქრობენ CEO-ები ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ტექნოლოგიურ ეპოქაში

27 March 2026

27 მარტს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის A5 აუდიტორიაში, გაიმართება შეხევდრა Amadeo-ს დამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილთან თემაზე: როგორ ფიქრობენ CEO-ები ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ტექნოლოგიურ ეპოქაში. 

 

თუ ფიქრობ, რომ მომავალში მართავ ბიზნესს, გუნდს ან საკუთარ სტარტაპს - ერთი უნარი იქნება გადამწყვეტი: ციფრების სწორად დანახვა და მათი საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.

 

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა Amadeo-ს გუნდთან, სადაც რეალური მაგალითებით გაიგებ, როგორ მუშაობს ფინანსური ანალიტიკა თანამედროვე კომპანიებში - არა თეორიაში, არამედ პრაქტიკაში.

 

ეს არ არის უბრალოდ ლექცია - ეს არის insight-ები იმაზე, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც მართავენ ბიზნესებს.

 

შეხვედრაზე გაიგებ:

 

  • როგორ კითხულობს CEO ციფრებს - და რას ხედავს სხვებისგან განსხვავებით

  • რომელი ფინანსური მეტრიკები მართავს რეალურ გადაწყვეტილებებს

  • როგორ გადადის მონაცემი ქმედებაში (და არა უბრალოდ რეპორტში)

  • როგორ ცვლის ავტომატიზაცია და AI ფინანსების მართვას - Amadeo-ს მაგალითზე

ეს შეხვედრა შენთვისაა, თუ:

 

  • გინდა კარიერა ბიზნესში, ფინანსებში ან მენეჯმენტში

  • გინდა გაიგო როგორ მუშაობს რეალური კომპანია შიგნიდან

  • გინდა ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებს სცდება

 

შეხვედრის სპიკერები: 

 

გიორგი ჩუგოშვილი (ჩუგო) - Amadeo-ს დამფუძნებელი

 

  • მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკაში და ბიზნეს რეპორტინგში

  • Amadeo-ს პლატფორმის ავტორი -  რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური და ოპერაციული მონაცემების ერთ სივრცეში მართვაში

  • სერიული სტარტაპ დამფუძნებელი

თინათინ ბაკაშვილი (თიკო) - უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი|Amadeo

 

  • მოქმედი Senior ფინანსური ანალიტიკოსი

  • ხელმძღვანელობს Amadeo-ს ტრენინგებს და კონტენტის განვითარებას

  • კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული — დღეს უკვე პრაქტიკაში იყენებს იმ ცოდნას, რომელსაც სტუდენტობის დროს სწავლობდა

 


შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.