22 ნოემბერს, 17:30- საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: როგორ ვიაზროვნოთ ინოვაციურად ტექნოლოგიების ეპოქაში. შეხვედრას გაუძღვება მახო ქიტუაშვილი - გადაზიდვების გაციფრულების პლატფორმა OMOFOX-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელ ხელმძღვანელი, „შარქ თენქ საქართველოს“ გამარჯვებული.
OMOFOX-ი გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვის B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) პლატფორმაა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ბიზნესის სხვადასხვა სექტორსა და გადამზიდ კომპანიებს შორის. პლატფორმაზე, მსურველს შეუძლია ტვირთის გადაზიდვის საფასურის გაგება, მისაღები ღირებულების შემთხვევაში, გადაზიდვის დაჯავშნა, გადაზიდვის პროცესისთვის თვალის დევნება (თრექინგი) და ჩართულ მხარეებთან ერთი პლატფორმის მეშვეობით კავშირის შესაძლებლობა.
შეხვედრა იმართება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. მისი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.