სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

1 სექტემბერი 2026

გაინტერესებს როგორ აქციო შენი იდეა რეალურ სტარტაპად? 

 

1 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე, გაიმართება GITA-ს სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.

 

შეხვედრაზე გაიგებთ:

 

  • რას მოიცავს პრე-აქსელერაციის პროგრამა;
  • როგორია პროგრამის მიზნები და ეტაპები;
  • როგორ დაგეხმარებათ პროგრამა თქვენი იდეის განვითარებასა და სტარტაპად ჩამოყალიბებაში;
  • რა შესაძლებლობებს გთავაზობთ GITA-ს ეკოსისტემა და საგრანტო პროგრამები.

 

შეხვედრა განკუთვნილია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისთვის და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.

 

შეხვედრა გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით. შეხვედრის ბმული.

 

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე. 

 

GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.