საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“ კავკასიის უნივერსიტეტში

16 აპრილი 2021

16 აპრილს, 13:00-17:00 საათებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“. კონფერენციის თემატიკა ეხება თანამედროვე საკომუნიკაციო მიმართულებას და კიბერუსაფრთხოებას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  კიბერუსაფრთხოების ქართველი ექსპერტები და კიბერუსაფრთხოების და ტელეკომუნიკაციის უკრაინელი ექსპერტები.

მომხსენებლები და თემები:

- მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.

თემა: 5G ფიჭური ქსელების უსაფრთხოება.


- ვლადიმერ სვანაძე, ინტერნეტის განვითარების ინიციატივა IDI, თავმჯდომარე, საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების აკადემიის, დირექტორი.

თემა: განათლება კიბერუსაფრთხოების დარგში.


- სერგეი გნატიუკი, პროფესორი, კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კიევის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი.
თემა: კვატური გასაღების განაწილება 5G ფიჭურ ქსელებში და მათი უსაფრთხოება.

- რომან ოდარჩენკო, პროფესორი, კიევის საავიაციო უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციების და რადიოელექტრონიკის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო მრჩეველი NAU კიბერ უსაფრთხოების R&D ლაბორატორიაში.
თემა: 5G PPP პროექტებს შორის კავშირი: გზა წარსულიდან და მომავლისკენ.

- გიორგი ახალაია - კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ლექტორი.
თემა: 5G ფიჭური ქსელების გაუმჯობესებული არქიტექტურა.


კონფერენციაში მონაწილე ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება სამეცნიერო - პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია და საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების აკადემია. ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (CARYS-19-121 გრანტის ფარგლებში).


დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციაზე რეგისტრაცია აქტიურდება მხოლოდ დადასტურების მიღების შემდეგ.