დაიწყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება, რომლის მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.
24 მარტს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.
ონლაინ შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ონლაინ შეხვედრის ბმულს მიიღებთ რეგისტრაციის გავლის შემდგომ.