ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში - ,,უდროო ფიქრები ხელოვნებასა და პოლიტიკაზე’’

18 ოქტომბერი 2024

18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის "საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის" მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექციას გამართავს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ შმელცი.

 

პიტერ ჯ. შმელცი  არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კომპარატიული ფილოსოფიისა და ლიტერატურის დეპარტამენტის  პროფესორი. იგი საბჭოთა  მუსიკისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მკვლევარია.

 

მისი ნაშრომები დაჯილდოებულია ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების (ASCAP) დიმს ტეილორ/ვირჯილ თომპსონის და ოტო კინკლდის პრემიებით; მას მიღებული აქვს ამერიკის ჰუმანიტარული მეცნიერებების ნაციონალური ფონდის, ბერლინის ამერიკული აკადემიის, ჯონ საიმონ გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის და ფულბრაიტის პროგრამის კვლევითი სტიპენდიები.

 

ამჟამად იგი ფულბრაითის პროგრამის მხარდაჭერით კვლევას აწარმოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც საქართველოში საბჭოთა არაოფიციალურ მუსიკას იკვლევს.

 

საჯარო ლექცია გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე.