მედიაწიგნიერება

22 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში, 22 სექტემბერს, 18:00 საათზე, აუდიტორია A9-ში, სამხრეთ კავკასიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროექტის (PROVE) ფარგლებში, გაიმართება საზოგადოებრივი აქტივობა (Community Action) თემაზე - „მედიაწიგნიერება“.

 

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები იმსჯელებენ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობასა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მშვიდობის მშენებლობისა და ურთიერთგაგების კულტურის გაძლიერებისთვის.

 

აქტივობას ფასილიტაციას გაუწევენ პროექტში ჩართული კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები/მენტორები.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: kvasadze@cu.edu.ge

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

 

პროექტი „Erasmus+“-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე და ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომას.

 

პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობით. VaKE არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.