24 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით მე-10 კვლევითი სესია გაიმართება. სესიების სერია ხორციელდება NIBES-ის კვლევითი კოორდინატორის, მარკ ლეკუტრის და კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით.
მეათე საიუბილეო სესიის ორგანიზება უზრუნველყო კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითმა ცენტრმა, პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით.
კვლევითი სესიის თემაა: “Sustainability Disclosure: Corporate Transparency in the Age of Increasing Climate Targets”
სესია ჩატარდება ონლაინ ფორმატში, 2025 წლის 24 აპრილს, 2025 წლის 24 აპრილს, 17:00–20:30 საათზე (საქართველოს დროით)/CET:15:00-18:30
გთხოვთ, იხილოთ დღის წესრიგი და ონლაინ შეხვედრის ბმული.
აღსანიშნავია, რომ NIBES საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 21 ქვეყნის 21წამყვან ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას. ორგანიზაციის მიზანია წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური გაცვლის, ერთობლივი კვლევების და საერთო აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა. კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან არის NIBES-ის წევრი და აქტიურად არის ჩართული როგორც ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში, ისე მის მართვაში.