27 თებერვალს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, იხსნება კვანტური ლაბორატორია.
ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას. ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:
- სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
- QRNG PCIe ბარათებს;
- გვერდითი არხების თავდასხმების (Side - channel attacks) ანალიზისთვის, სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს;
- ChipWhisperer პლატფორმებს ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოებისა და პოსტ - კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის.
ლაბორატორიის გახსნა ხორციელდება Erasmus+ Secure და NATO პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.
ღონისძიებაზე დასწრების მსურბელებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
