კვანტური ლაბორატორიის გახსნა კავკასიის უნივერსიტეტში

27 February 2026

27 თებერვალს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, იხსნება კვანტური ლაბორატორია.

 

ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას.  ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:

 

  • სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
  • QRNG PCIe ბარათებს;
  • გვერდითი არხების თავდასხმების (Side - channel attacks) ანალიზისთვის, სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს;
  • ChipWhisperer პლატფორმებს ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოებისა და პოსტ - კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის.

 

ლაბორატორიის გახსნა ხორციელდება Erasmus+ Secure და NATO პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურბელებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითიტებულ ბმულზე.