29 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ახალი 3 წლიანი ერთობლივი მედიახელოვნების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს(აშშ).
საინფორმაციო შეხვედრას წარუძღვება ნინო ჟიჟილაშვილი - კავკასიის მედიის სკოლის დეკანი.
ღონისძიებაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნობიან პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.
პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
