საჯარო ლექცია -"საქართველოს ევროპული მომავალი: კანდიდატობიდან წევრობამდე"

19 მარტი 2024

19 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში, მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი ხათუნა ბურკაძე საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე - "საქართველოს ევროპული მომავალი: კანდიდატობიდან წევრობამდე".

 

საჯარო ლექციის მიზანი იქნება:

 

  • საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება;
  • საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი;
  • ევროპული საბჭოს მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობა;
  • ევროინტეგრაციის პროცესის ისტორიული, საშინაო და საგარეო ფაქტორების მიმოხილვა და საქართველოს ცივილიზაციურ, სტრატეგიულ არჩევანზე ხაზგასმა;
  • ქვეყნის განვითარების საკვანძო მიმართულებებით განსახორციელებელი რეფორმების მიმოხილვა, რომლებიც აუცილებელი პირობაა გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამოსაყენებლად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მისაღწევად.

 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.