კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, 9 მარტს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ფინანსური ანგარიშგების ანალიზი“.
შეხვედრას ჩაატარებს SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი; ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი ნანო სამყურაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
- ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ფორმები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
- როგორ ამოვიკითხოთ კომპანიის ფინანსური „ისტორია“ ციფრებიდან;
- ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და მნიშვნელოვანი მაჩვენებლები;
- ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი;
- ფინანსური კოეფიციენტები (ლიკვიდურობა, მომგებიანობა, ეფექტიანობა, ფინანსური მდგრადობა);
- პრაქტიკული მაგალითები და რეალური მონაცემების ანალიზი.
ტრენინგის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ დამოუკიდებლად გაანალიზონ ფინანსური ანგარიშგება და მიიღონ დასაბუთებული დასკვნები კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
