საჯარო ლექცია - ფინანსური ანგარიშგების ანალიზი

9 March 2026

კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, 9 მარტს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ფინანსური ანგარიშგების ანალიზი“.

 

შეხვედრას ჩაატარებს SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი; ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი ნანო სამყურაშვილი.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება:

 

  • ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ფორმები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
  • როგორ ამოვიკითხოთ კომპანიის ფინანსური „ისტორია“ ციფრებიდან;
  • ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და მნიშვნელოვანი მაჩვენებლები;
  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი;
  • ფინანსური კოეფიციენტები (ლიკვიდურობა, მომგებიანობა, ეფექტიანობა, ფინანსური მდგრადობა);
  • პრაქტიკული მაგალითები და რეალური მონაცემების ანალიზი.

 

ტრენინგის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ დამოუკიდებლად გაანალიზონ ფინანსური ანგარიშგება და მიიღონ დასაბუთებული დასკვნები კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.