1 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ენდრიუ ჯუელთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სსფ-ს და მისი როლი საქართველოში;
- საიდან იღებს სსფ შემოსავალს?;
- რა არის მისი მიზნები?
- როგორია საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა? და სხვა.
საკითხები განხილული იქნება - ინტერაქტიური ქვიზის ფორმატში.
ენდრიუ ჯუელი იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინაში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი.ის 2010 წლიდან მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვალის მდგრადობის საკითხებზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ასევე იყო უფროსი ეკონომისტი და ფარავდა ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ალჟირი, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია და ირლანდია. სსფ-მდე მან ათი წელი გაატარა როგორც ეკონომისტმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში, მათ შორის პარიზის კლუბის მოდერატორად და სამი წელი ფინანსურ ანალიტიკოსად ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში. ენდრიუ ჯუელი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში ჯონ ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლაში.
შეხვედრის ენა - ინგლისური.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.