რენის ბიზნესის სკოლის გლობალური სკოლის დეკანის, დოქტორ სანტიაგო გარსიას დისტანციური ვორკშოპი

23 მაისი 2020
23 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დისტანციურ ვორკშოპს ჩაატარებს რენის ბიზნესის გლობალური სკოლის დეკანი, დოქტორი სანტიაგო გარსია.
 
შეხვედრის თემა - "დარწმუნების ხელოვნება: 10 რჩევა ბიზნეს კომუნიკაციისა და ცხოვრებისათვის"
 
ვორკშოპის განმავლობაში, სპიკერი განიხილავს ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი და სხვების გადაწყვეტილებებზე. თეორიის მიხედვით, ის ახსნის ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ათ ყველაზე გავრცელებულ გადახრას და ისაუბრებს იმაზე თუ, როგორ ახდენს გავლენას ეს ფაქტორები ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ბიზნესში, შესყიდვებში, კომუნიკაციებსა და პირად ცხოვრებაში.
 
დოქტორი სანტიაგო გარსია ლედის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორანტია და განათლებისა და ბიზნესის კვეთაზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.
 
ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.